სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ თბილისში, ლილოს სადგურის დასახლებაში მდებარე 1 046 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა (ს/კ. N01.19.15.005.096). უძრავი ქონების საწყისი ფასი 66 000 ლარს შეადგენს.
აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.eauction.ge/Home/EntityView/506006
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა საპრივატიზებო ობიექტების სანახავად ეწვიეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდს http://nasp.gov.ge/ ან დარეკეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე: (+995) 32 298 11 11.