2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით, სასტუმროების ფასების ყოველთვიურიზრდა მხოლოდ დეკემბერში დაფიქსირდა (9.3%).
საერთაშორისო ორგანიზაცია PMCG-ის კვლევის მიხედვით, სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ყველაზე მაღალი საშუალო ფასები, დანარჩენ სამ თვესთან შედარებით, ყველა ტიპის სასტუმროში სწორედ დეკემბერში დაფიქსირდა.
საქართველოს მასშტაბით, სასტუმროთა ფასები ყველაზე მეტად, წინა თვესთან შედარებით, იანვარში შემცირდა (6.4%-ით). თვეების მიხედვით, სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა იანვარში, ოთხ და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების - თებერვალში, ხოლო საოჯახო სასტუმროების - ნოემბერში.
ამავე კვლევის მიხედვით, მოცემული ოთხი თვის განმავლობაში სამი, ოთხი და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებთან შედარებით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები ნაკლებად იცვლებოდა