"საზოგადოებრივი კვების პოპულარული ობიექტები არის პოპულარული ადგილი,როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე სტუმრებისთვის, შესაბამისად, მაღალი დონის სტანდარტის შენარჩუნება, ჩვენი ამოცანაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კვების ობიექტების შემოწმებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, გარკვეული ობიექტის მფლობელი აპირებს სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივროს. მინისტრის თქმით, ყველას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. დავითაშვილმა მოუწოდა ბიზნესმენებს, ობიექტურად შეხედონ სიტუაციას.
“არავის მიზანი არ არის ბიზნესის დაზარალება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თითოეული ბიზნესის რეპუტაცია იყოს შენარჩუნებული. თუმცა, ამავე დროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს თავისი ამოცანები, ისინი არ იქნებიან მართლები თავის მოვალეობებთან, მოსახლეობასთან, რომ არ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა სათანადოდ. საზოგადოებრივი კვების პოპულარული ობიექტები არის პოპულარული ადგილი, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე სტუმრებისთვის, შესაბამისად, მაღალი დონის სტანდარტის შენარჩუნება, ჩვენი ამოცანაა, ამიტომ პროცესს ობიექტურად უნდა შევხედოთ”, - განაცხადა მინისტრმა.
დავითაშვილის თქმით, შემოწმებებს ისინი რეგულარულად უკევე რამდენიმე წელია ატარებენ, მათ შორის, ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და პოპულარულ რესტორნებში.
მისივე განცხადებით, წესებისა და ნორმების დაცვა აუცილებელია.