თებერვალში კომერციულმა ბანკებმა 90,015 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2018 წლის თებერვლის მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,178 მილიონი ლარით გაიზარდა.

კერძოდ, წინა თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 90,015 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წლის თებერვალში კი აღნიშნული მაჩვენებელი 83,837 მილიონი ლარი იყო.

ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში, ბანკების შემოსავლებმა 300,206 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 198,994 მილიონი ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, წინა თვეში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,661 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 16,277 მილიონი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში ბანკებმა 10,891 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 679,101 მილიონი იყო.