"სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღის გადადება არ განიხილება, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მერი გამოეხმაურა კომპანიის ადვოკატების განცხადებას, რომელიც მათ მერიაში შეიტანეს.
"არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. არანაირი გადავადება. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია", - განაცხადა კალაძემ.
კომპანია "სითი პარკი" თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით "სითი პარკის" ადვოკატებმა მერიაში დღეს განცხადება შეიტანეს.