საგაზაფხულო კამპანიის - „გაიმარტივე მგზავრობა“ ფარგლებში, კომპანია „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს პრემიუმ კლასის ბრენდ Bridgestone-ის ზაფხულის საბურავებზე აქციას სთავაზობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, Bridgestone-ს ბრენდის 4 ზაფხულის საბურავის შეძენის შემთხვევაში ყველა მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა ავტომობილში ზეთის სრული შეცვლის უფასო სერვისი, კერძოდ, ბელგიური ბრენდის Champion-ის ან გერმანული ბრენდის Fuchs-ის ძრავის ზეთი, ასევე ზეთის ფილტრი და შეცვლა სრულიად უფასოდ მოხდება.
მათივე ინფორმაციით, აქცია მოქმედებს 23 მარტიდან - 8 აპრილამდე „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.
„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა - Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.