ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

„აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 61 630 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.790 პროცენტით, მაქსიმალური 7.830 %-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.814%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.1255-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.