2 თვეში საქართველოს მოქალაქეებმა საბანკო ბარათებით უცხოეთში 222,8 მლნ ლარი დახარჯეს

საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წლის იანვარ-თებერვალში საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 222 873 000 ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44 მლნ ლარზე მეტია.

2017 წლის იანვარ-თებერვალში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 178 694 000 ლარი შეადგინა. 2018 წლის თებერვალში კი  ქართველებმა  საზღვარგარეთ 111 186 000 ლარი დახარჯეს.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, თებერვალში რეზიდენტი ბანკების ბარათებით, ბანკომატით 27 850 000 ლარის ექვივალენტია განაღდებული, პოს ტერმინალებით, იმპრინტერით და ინტერნეტით 83 336 000 ლარის ოპერაციაა შესრულებული.

რაც შეეხება 2017 წელს, საქართველოს მოქალაქეებმა შარშან საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 1, 334 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 38,7%-ით მეტია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-დეკემბერში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 961, 7 მლნ ლარი შეადგინა.