სწრაფი სესხებით საქართველოს მოსახლეობა დღითი-დღე უფრო მეტად ინტერესდება.
განსაკუთრებით მაშინ არის ონლაინ სესხი მოსახერხებელი, როდესაც გარკვეული თანხა მოკლე დროში გჭირდებათ, როდესაც ახლობლებისგან სესხება არ გსურთ და როდესაც უბრალოდ არ გაქვთ დრო, რომ საბანკო დაწესებულებებში სხვადასხვა დოკუმენტაცია წარადგინოთ.
ამასთან, უნდა იყოთ მოლოდინის რეჟიმში, მიიღებთ თუ არა საჭირო თანხას და შესაძლოა დაგჭირდეთ პირი, რომელიც თავდებში ჩაგიდგებათ, ეს კი დამატებით დროს წაიღებს. რაც მთავარია, მოლოდინის რეჟიმის გასვლის შემდეგ, თქვენ არ გაქვთ გარანტირებული, სესხი დაგიმტკიცდებათ თუ არა.
ახალი თაობის საერთაშორისო ფინანსური კომპანია სოლვა კი მსგავს შემთხვევებში მომხმარებელს საკმაოდ მოქნილ ონლაინ სესხებს სთავაზობს. სესხის მისაღებად განაცხადის შევსება სახლიდან გაუსვლელად, მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ, ყოველგვარი დოკუმენტაციის მოძიების გარეშე.
Solva-ში განაცხადის შევსება ნებისმიერი ინტერნეტთან მიერთებული მოწყობილობიდან არის შესაძლებელი, მათ შორის მობილურიდანაც. რაც შეეხება განაცხადის განხილვის სისწრაფეს, სწრაფი სესხი 15 წუთში განიხილება. დამტკიცების შემთხვევაში, კუთვნილი თანხა თქვენ მიერ მითითებულ პირად ანგარიშზე 5 წუთში დაგერიცხებათ.
ამასთან, Solva-ს გააჩნია ისეთი უპირატესობები, როგორიცაა სასესხებელი თანხის საკმაოდ მაღალი ლიმიტი და გრძელვადიანი სპექტრი. Solva-ს პროდუქტით სარგებლობა მოსახერხებელია ამა თუ იმ სოციალური ფენის მქონე ყველა ადამიანისთვის, დაწყებული სტუდენტებიდან, პენსიონერებით დამთავრებული. სესხს მიიღებთ ყველგან, სადაც უნდა იყოთ, ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.
Solva-ს ონლაინ სესხი მოსახერხებელია ყველასთვის, ვისაც 500-დან 3000 ლარამდე თანხა უსწრაფესად სჭირდება. მომხმარებლისთვის განსაკუთრებით კომფორტულია ის პირობები, რომ მაქსიმალური თანხა - 3000 ლარი გაიცემა გირაოს გარეშე და მაშინაც კი, თუკი თქვენ სესხს პირველად იღებთ.
გარდა ამისა, თუ თქვენ Solva -ში სესხს იღებთ, არ გჭირდებათ იმის დადასტურება, რისთვის გჭირდებათ თანხა. აღნიშნული კომპანიის მიერ გაცემული ონლაინ სესხი არ შეიცავს ფარულ გადასახადებს. https://www.solva.ge/-ზე თავად შეგიძლიათ დაიანგარიშოთ დასაბრუნებელი თანხის ზუსტი ოდენობა და ვადები.
მოგეხსენებათ, ონლაინ სესხების ბაზარი გაჯერებულია ათობით კომპანიით, რომლებიც თანხებს გასცემენ. ამდენად, მომხმარებლისთვის რთულია ენდოს ყველას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის დროში შეზღუდულია და არ იცის, რომელ კომპანიას მიმართოს. ამ შემთხვევაში Solva-ს უპირატესობა არის სანდოობა, რადგან ის არის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის ID Finance -ის წევრი. ID Finance კი მსოფლიოს რვა ქვეყანაში ოპერირებს.
სანდოობასთან ერთად, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაც, სოლვაში მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოება დაცულია. კომპანიის საქმიანობა კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება.
Solva ოპერირებს სფეროში ამოქმედებული რეგულაციების შესაბამისად, კომპანიისთვის პრიორეტულია, რომ სესხის გაცემის შემთხვევაში სწორად შეფასდეს ამა თუ იმ მომხარებლის გადახდისუნარიანობა. თუკი ადამიანს ნამდვილად სჭირდება Solva-ს დახმარება, კომპანია აუცილებლად დაეხმარება ფინანსური პრობლემის მარტივად გადაჭრაში. რაც მთავარია, პასუხისმგებლობა არის ორმხრივო, როგორც გამსესხებლის, ასევე მსესხებლის მხრიდან. კომპანია მომხმარებელს ურჩევს, რომ სესხის აღების გადაწყვეტილება დაფიქრებულად მიიღონ.