აშშ-ს კონგრესი 1,6 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისათვის, - ნათქვამია ბიუჯეტის გამოქვეყნებულ პროექტში, რომელიც კონგრესის ორივე პარტიასთან არის შეთანხმებული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესისგან თავდაპირველად 25 მილიარდი დოლარი მოითხოვა.
რესპუბლიკურ პარტიაში აღნიშნავენ, რომ ამ თანხით უნდა აშენდეს 144 კილომეტრი სიგრძის კედელი, რომელიც ახლანდელ ბარიერებს შეცვლის.
მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა არალეგალური მიგრაციისა და კონტრაბანდის გავრცელების შესაჩერებლად, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო.