ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, წინადადებების მიღება 16 აპრილს დაიწყება და 20 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 7 500 000 ლარია.
ამასთან, აღნიშნული პროექტის დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ამ პროექტის მიზანია ბაკურიანი ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც მას ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხისა და ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისძირის გზებთან დააკავშირებს.