1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4356 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4356 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4320 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსიც ცვლილებამ 0.0036 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9992 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9860 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0132 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.