ამერიკამ რკინასა და ალუმინზე გადასახადი იმპორტიორების 50%-ს დაუწესა, მოკავშირეები კი გაათავისუფლა

ამერიკის ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნებსა და კიდევ ოთხ მოკავშირე ქვეყანას არგენტინას, ავსტრალიას, ბრაზილიასა და სამხრეთ კორეას, რკინასა და ალუმინზე დაწესებული გადასახადისგან გაათავისუფლებს.

ახალი წესი ძალაში დღეიდან უნდა შევიდეს. ამის შესახებ განცხადება სენატში გამართულ მოსმენებზე სავაჭრო წარმომადგენელმა რობერტ ლეიტჰაიზერმა გააკეთა.

„პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს გადასახადის დაწესება ამ ქვეყნებთან მიმართებაში“, - განუცხადა ლეიტჰაიზერმა სენატორებს საფინანსო კომიტეტიდან.

ლეიტჰაიზერის განცხადებიდან არ ზუსტდება ეს ქვეყნები ამ გადასახადისგან დროებით გათავისუფლდნენ სამომავლო მოლაპარაკებებამდე თუ სამუდამოდ. მან მხოლოდ ის დასძინა, რომ ამერიკას სურს ამ თემაზე მოლაპარაკებები დაასრულოს აპრილის ბოლომდე.

შედეგად 23 მარტიდან გადასახადი დაწესდება ამერიკაში იმპორტირებული რკინის მხოლოდ ნახევარზე.

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება რკინის იმპორტზე 25%-მდე გადასახადის გაზრდის თაობაზე, ხოლო ალუმინის იმპორტზე 10%-ის ოდენობით, თუმცა ამისგან თავიდანვე გაათავისუფლა მექსიკა და კანადა. სხვა ქვეყნებს კი შესთავაზა დაეგზავნათ მოთხოვნა მოლაპარაკებებზე. უკვე ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერების საუბრობდნენ, რომ ამ გადასახადისგან სრულად გათავისუფლებას მოელოდნენ.

კოკა კვირკველია