როგორ მივიღოთ წარმატებული ბიზნესგადაწყვეტილება? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ”ლურჯი ოკეანის” ღონისძიება ”ლურჯი ოკეანე წარმატებისთვის” დაგეხმარებათ.
ვორქშოფზე ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და Palatine Analytics-ის დამფუძნებელი არჩილ ჭეიშვილი, ბრენდინგის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ის დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი და ინტერნეტსასწავლო პლატფორმა "ნებულას" თანადამფუძნებელი გიორგი ჭილაია საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაგიზიარებენ.
არჩილ ჭეიშვილი: ”ვორქშოფზე დამსწრე საზოგადოებას ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ. ვისაუბრებ ჰარვარდში ჩაბარებისა და სწავლისა შესახებ. ასევე, როგორ დავიწყოთ სტარტაპი, როგორ შევკრიბოთ გუნდი, გავიგოთ იდეა კარგი არის თუ არა, მოვიზიდოთ ინვესტირება და ბაზარზე წარმატებულად შევიდეთ.”
ალექს ჩიქოვანი: ”ვორქშოფზე ჩემი საუბრის თემა იქნება - დიადი გადაწყვეტილებები სურვილიდან ქმედებაზე - ანუ გადაყვეტილებები, რომელიც მივიღეთ ცხოვრებაში, რა მოგვიტანა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადგე და მიიღო გადაწყვეტილება. კარგია თუ ცხოვრებაში ბევრი ასეთი გადაწყვეტილება იქნება. ამ შემთხვევაში საუბარია როგორც პირად ცხოვრებაზე, ისე საქმეზე, კარიერაზე.”
გიორგი ჭილაია: ”ჩემი გამოსვლის ფარგლებში ”ნებულას” გუნდის გამოცდილებაზე ვისაუბრებ. ასევე, გავუზიარებ იმ გამოცდილებას, რომელიც ”ლივინგსტონში” სტარტაპებთან ურთიერთობის ფარგლებში შევიძინე. განვიხილავ საქართველოში სტარტაპებისთვის არსებულ ეკოსისტემაზე, შეცდომებსა და წინააღმდეგობებზე, რაც ჩვენ გვქონდა და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენს ამჟამინდელ გეგმებზე. ვფიქრობ, ჩემი სესია საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ახლო მომავალში სტარტაპის შექმნას აპირებს.”
ღონისძიება 29 მარტს, 16:00 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი) ჩატარდება. დასწრება თავისუფალია, თუმცა მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგ აპლიკაცია:
“ლურჯი ოკეანე” გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” წიგნების სერიაა, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. მასში შემავალი ლიტერატურა ბიზნესსაკითხების სათანადოდ ათვისებასა და გაცნობიერებაში დაგეხმარებათ. სერიის გამოცემა საქართველოში ბიზნესგანათლების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/176850526447483/