ბიზნესმენმა ილონ მასკმა საკუთარი კომპანიების Tesla-სა და SpaceX-ის „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდები წაშალა.
მასკმა იხუმრა კომპანია Sonos-ის სპიკერზე, რომელმაც თქვა, რომ ერთი კვირით წყვეტდა საკუთარი კომპანიის რეკლამირებას Facebook-ზე. ამის შემდეგ კი მისმა ფოლოუერებმა მას ნაძლევი დაუდეს, რომ წაეშალა საკუთარი კომპანიების გვერდები სოციალური ქსელიდან, რაც მან რამდენიმე წუთში გააკეთა და დასძინა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ SpaceX-ს ოფიციალური გვერდი ჰქონდა Facebook-ზე. „ერთხელაც კი არ მინახავს ეს გვერდი. ის მალე გაქრება“ - დაწერა მასკმა ტვიტერზე. ამის შემდეგ კი ჯერი Tesla-ს გვერდზე მიდგა, რომელიც ასევე რამდენიმე წუთში წაშალა. აღსანიშნავია, რომ ორივე გევრდს 2,5 მილიონზე მეტი მოწონება ჰქონდა.
რაც შეეხება Facebook-ის მფლობელობაში არსებულ Instagram-ის გვერდებს, მასკმა განაცხადა, რომ მას დაიტოვებდა, თუმცა დასძინა, რომ „ფეისბუქის გავლენა ნელ-ნელა მცირდება“.
შეგახსენებთ #deletefacebook მოძრაობა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც კომპანია 50 მილიონამდე მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემის გამო სკანდალში გაეხვია.
კოკა კვირკველია