აშშ-ში, მსოფლიოს უმსხვილეს მუსიკალურ ბაზარზე მუსიკალური გაყიდვები 2017 წლის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,5%-ით გაიზარდა და 2008 წლის მაქსიმუმს, 8,7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების აოციაცია RIAA ავრცელეს.
უფრო მეტიც, როგორც 2017 წლის შემაჯამებელ ანგარიში წერია, ზრდა უკვე მეორე წელია ფიქსირდება, რაც ამერიკის მუსიკალური ინდუსტრიის განვითარების პიკური პერიოდის, 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. 19 წლის წინ გაყიდვების ლომის წილი მუსიკალური დისკების რეალიზებაზე მოდიოდა და შარშანდელ გაყიდვებზე თითქმის ორჯერ მეტი იყო.
როგორც ინფორმაციაში წერია, გასულ წელს მუსიკალური შემოსავლების უმთავრესი წყარო გახდა სტრიმინგ სერვისები - მასზე მუსიკალური გაყიდვების ორი-მესამედი მოდის. მსგავსი სერვისების ფასიანი ხელმომწერების რაოდენობა გასული წლის ბოლოსთვის მხოლოდ აშშ-ში 35 მილიონს შეადგენდა, მაშინ როცა სამი წლით ადრე ეს მონაცემი მხოლოდ 8 მილიონი იყო.
რაც შეეხება ფიზიკურ მუსიკალურ მატარებლებს, მასზე საერთო გაყიდვების 17% მოდის, დამატებით 15% კი ციფრულ ფორმატში სიმღერებისა და ალბომების გადმოწერებზე.
კოკა კვირკველია