დედაქალაქის მერია მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენას გეგმავს.
ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 30 მარტს იწყება და 2 აპრილს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 744 680 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია 30 ავტომობილზე. რაც შეეხება ავტომობილების ტექნიკურ აღწერილობას, დოკუმენტაციის მიხედვით, ძრავას მოცულობა არანაკლებ 1.6; წვა 100 კმ/ზე არაუმეტეს 4 ლიტრი; გარბენი არაუმეტეს 50 კმ უნდა იყოს და ა.შ.
ამასთან, სატენდერო პირობების თანახმად, შემოთავაზებული მსუბუქი ავტომობილი ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი), განბაჟებული და 2018 წელს გამოშვებული უნდა იყოს. როგორც პირობებშია აღნიშნული, პრეტენდენტს გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე საქონლის შეთავაზებაც შეუძლია.