იაპონური საავტომობილო კომპანია Nissan-ი უახლოეს მომავალში 8 სრულიად ახალი ელექტრომობილის წარმოებას აპირებს, რათა მიაღწიოს დასახულ მიზანს - 2022 წლისთვის ყოველწლიურად ერთი მილიონი ელექტრომობილის რეალიზებასთან დაკავშირებით.
კომპანია, რომლის ელექტრომობილი Leaf დღეისათვის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილია მსოფლიოში, დარჩება გაყიდვების ფლაგმანად კომპანიის ელექტრომობილების სამოდელო გამაში. „ლიფის“ გარდა კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს ამავე პლატფორმაზე ელექტრო-კროსოვერის წარმოებას, რომლის გაყიდვებიც მომავალი წლიდან დაიწყება. ამ სიახლის აგრეგატი 429 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ერთჯერადი დამუხტვით მას 610 კილომეტრის მანძილის დაფარვა შეეძლება.
გარდა ამ მოდელისა, კომპანია 2021 წლისთვის ასევე გეგმავს სრული ელექტროფიცირება მოახდინოს მისი პრემიუმ ხაზის ბრენდისა Infiniti, რომლის გაყიდვების ნახევარი 2025 წლისთვის სწორედ
ელექტრომობილებზე უნდა მოვიდეს.
როგორც ცნობილია, კომპანიამ წარმოადგინა სამოქმედო სტრატეგია „Move to 2022“, რომელიც 2022 წლიდან ყოველწლიურად სულ ცოტა მილიონი ელექტრომობილის რეალიზებას ითვალისწინებს.
კოკა კვირკველია