Starbucks-ი ეკო ჭიქის შექმნაზე კონკურსს აცხადებს და 10 მილიონს იხდის

მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანია Starbucks კონკურსს აცხადებს კომპანიისთვის სრულიად ახალი ყავის ჭიქის შექმნაზე, რომელიც იქნება ეკოლოგიურად უფრო სუფთა და მისი უტილიზება ბევრად უფრო მარტივად მოხდება.

ჭიქები, რომლითაც კომპანია ამ დროისთვის ყავას ყიდის, ქაღალდისგან შედგება, თუმცა მასში ასევე შედის პლასტიკები, რომელიც ყავას სწრაფად გაციებისგან იცავს და ჭიქას უფრო მდგრადს ხდის. ამის გამო კი მისი უტილიზების პროცესი რთულდება და მის ბუნებრივ განადგურებას სულ ცოტა 20 წელი სჭირდება. ყოველწლიურად ამ ჭიქის მწარმოებელი კომპანია 600 მილიარდ ერთეულს აწარმოებს და აქედან 6 მილიარდი Starbucks-ს მიეწოდება.

კომპანიამ ამ ტიპის ჭიქაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ჯერკიდევ 2010 წელს აცხადებდა, რომ მისი ჭიქების 100%-ის უტილიზება გამარტივდებოდა - რაც არ მოხდა. სწორედ ამ მიზნით ახლა კომპანია აცხადებს კონკურსს მისთვის შეიქმნას ეკო-მეგორბული ჭიქა, რომლისთვისაც აწესებს 10-მილიონიან გრანტს.

უახლოეს წლებში პლასტიკნარევი ჭიქების ხმარებიდან ამოღებას გეგმავენ ასევე ცნობილი კომპანიები Dunkin' Donuts და McDonald's.

კოკა კვირკველია