„შავი პანტერა“ ყველაზე შემოსავლიანი სუპერგმირი გახდა

„შავი პანტერა“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი „სუპერგმირის“ და „მარველის“ კომიქსების მიხედვით გადაღებული ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა.

გასულ უქმეებზე აშშ-ში დამატებით 17 მილიონამდე გამომუშავების შედეგად ფილმს ჯამში მხოლოდ ამერიკის მასშტაბით 631 მილიონი დოლარის სალარო შემოსავალი დაუგროვდა და ის ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებს შორის ამ დროისთვის მეხუთე ადგილზეა. დამატებით 23 და 30 მილიონის მიღების შემხთვევაში კი გახდება ამერიკის კინოინდუსტრიაში რიგით მესამე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძებისა“ და „ავატარის“ შემდეგ. ამ დროისთვის მას „იურული სამყარო“ 23 მილიონით და „ტიტანიკი“ 30 მილიონით უსწრებენ.

რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით მის შემოსავლებს, „შავი პანტერას“ შემოსავლები ჯამში 1,23 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებს შორის მე-12 ადგილზეა, მას ათეულში შესაღწევად დამატებით 40 მილიონის გამომუშავება სჭირდება, რაც წესით, სანამ კინოთეტარებშია, არ გაუჭირდება, ის ჯერ მხოლოდ 38 დღეა რაც გამოვიდა და დამატებით, სულ ცოტა, მეორე ამდენი იქნება.

კოკა კვირკველია