Twitter-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ბიტკოინი მომდევნო ათი წლის განმავლობაში ერთადერთი ციფრული ვალუტა გახდება

კომპანიების Twitter-ისა და Square-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ბიტკოინი ერთადერთი კრიპტოვალუტა გახდება მსოფლიოში.

როგორც მან Sunday Times -ს განუცხადა, ის მოელის, რომ ბიტკოინის მოხმარება გადავა ჩვეულებრივ რეჟიმში, მაგალითად, ყავის ყიდვისთვის და ასე შემდეგ, თუმცა ამას დრო სჭირდება და ეს დრო, სავარაუდოდ, 10 წელია ან ოდნავ ნაკლები.

თავად დორსი არის ერთ-ერთი ინვესტორი აღნიშნულ ციფრულ ვალუტაში და მისი სტარტაპი Lightning Labs დამოუკიდებლად მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც ბიტკოინს გახდის უფრო მარტივს და სწრაფს მოხმარებისთვის.

შეგახსენებთ, ბიტკოინის გამოჩენა ბაზარზე ლამის დოლარისა და ოქროს ალტერნატივად იქნა აღქმული, თუმცა მისი პიკური 20-ათასიანი ღირებულებიდან გასული თვეს 8 ათას დოლარამდე დაეცა. დორსის აზრით, ამ დროისთვის ბიტკოინი „ნელი და ძვირია“, თუმცა რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიმუშავებს მას, ეს პრობლემები უკან დაიხევს.

კოკა კვირკველია