საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტრანზაქციის, კომპანია „სილქნეტის“ მიერ მობილური ოპერატორი „ჯეოსელის” შეძენის დასრულებასთან დაკავშირებით, დღეს პრესკონფერანცია გაიმართება.
როგორც „თიბისი ბანკიდან“ იუწყებიან, პრესკონფერენცია, მრავალფუნქციურ სივრცე „რესპუბლიკაში" 15:00 საათზე ჩატარდება.
კომპანია „სილქნეტის“ მიერ მობილური ოპერატორი „ჯეოსელის” შეძენის დასრულებასთან დაკავშირებით, კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, „სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ალექსი თოფურია, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ისაუბრებენ.
პრესკონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის წევრები და ტრანზაქციის მონაწილე ქართული და რეგიონული ბანკების წარმომადგენლები.