ბრექსიტის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ცენტრების ჩამონათვალში პირველ ადგილზე დარჩა.
ამის შესახებ ნათქვამია ფინანსურ საკონსულტაციო კომპანია Z/Yen Group Ltd-ს ანგარიშში, რომელიც 6 თვეში ერთხელ ადგენს ინდიკატორს - Global Financial Centres Index (GFCI).
რაც შეეხება მეორე ადგილს, მას ინარჩუნებს ნიუ-იორკი, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მან ძალიან შეამცირა ჩამორჩენა ლონდონთან და ის ახლა მხოლოდ 1 პუნქტით ჩამორჩება ლიდერს. მესამე ადგილზეა ჰონგ-კონგი, რომელმაც გაზარდა მეოთხეადგილოსან სინგაპურთან სხვაობა. მეხუთეზე ასევე აზიური ცენტრი ტოკიოა. ხოლო ათეულში მოხვდნენ შანხაი, ტორონტო, სან-ფრანცისკო, სიდნეი და ბოსტონი. განახლებული ათეულს მიღმა დარჩნენ ციურიხი და პეკინი.
საერთო ჯამში, კომპანიის ექსპერტების დასკვნით მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ტოპ-15 ცენტრების მიმართ ნდობის ზრდაზე მიუთითებენ, მაშინ როცა ქვედა 50-ში ნდობის კლება ფიქსირდება.
კოკა კვირკველია