შანხაიმ სანავთობო ფიუჩერსებით ვაჭრობა დაიწყო, რათა კონკურენცია გაუწიოს Brent-სა და WTI-ის. „ნავთოიუანზე“ გადასვლა მსოფლიოს სანავთობო და სავალუტო ბირჯებზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ბაზრებზე დღეიდან INE ეწოდება.
ამ გზით ინვესტორებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა ჩინურ სასარგებლო წიაღისეულზე წვდომის - ნათქვამია სავაჭრო ბირჟის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ასევე განისაზღვრა კონტრაქტების გაფორმების ვადებიც, ეს არის მიმდინარე წლის სექტემბერი და მომავალი წლის მარტი. განსაზღვრულია საბაზისო ფასებიც - 416 იუანი (65,88$) ბარელზე.
გუშინდელი ვაჭრობის შედგად სექტემბრის ფიუჩერსებზე ვაჭრობა 440 იუანიდან დაიწყო და დღის განმავლობაში 433,8 იუანად ივაჭრებოდა.
შეგახსენებთ, 2017 წელს ჩინეთმა გაასწრო აშშ-ს ნავთობის იმპორტის მოცულობით და ის მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა გახდა დღეღამეში 8,43 მილიონი ბარელი ნავთობის იმპორტით. მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკური კომპანიები კი ამ მაჩვენებლის ზრდას ელოდებიან 2,1 მილიონი ბარელით უკვე 2023 წლისთვის.
კოკა კვირკველია