მანჰეტენზე საცხოვრებელი ბინები რეალურ ფასზე ბევრად ძვირია

„გვაპატიეთ, მანჰეტენზე საცხოვრებელი ფართების მფლობელებო, მაგრამ თქვენი ბინები რეალურად იმაზე ნაკლები ღირს, ვიდრე თქვენ გგონიათ“

- ამ სათაურით აქვეყნებს მოკლე კვლევას გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“, რომლის ინფორმაციითაც ნიუ-იორკის პრესტიჟულ უბანში უძრავი ქონების ბაზარზე სწორედ ზედმეტად შეფასებული ფასების გამო კერძო ბაზარზე ერთგვარი სტაგნაცია შეიმჩნევა.

როგორც გამოცემას კომპანია Olshan Realty-ის პრეზიდენტმა განუცხადა, იმ ბინების მესაკუთრეებს, რომელთაც 4 მილიონად ჰქონდა შეფასებული საკუთარი ქონება და საბოლოოდ, 12-კვირიანი ლოდინის შემდეგ სულ ცოტა 10%-იან ფასდაკლებაზე მოუწიათ წასვლა.

კომპანიას კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც შვიდსაძინებლიანი 1000 კვადრული მეტრის ფართობის ტაუნჰაუსი East 65th Street-ზე, ბაზარზე გასული წლის ოქტომბერში გამოიტანეს 18 მილიონ დოლარად, მაგრამ მის გამყიდველს ფასის დაწევამ ორჯერ მოუწია და საბოლოოდ, ის 14 მილიონად გაყიდა.

„ამ დროისთვის უდიდესი პრობლემაა ზედმეტი ფასის დადება საკუთრებაზე, ადამიანებს ჯერ კიდევ ძალიან მაღალი წარმოდგენა აქვთ საკუთარ უძრავ ქონებაზე“ - აცხადებს კომპანიის პრეზიდენტი დონა ოლშანი.

Olshan Realty-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მანჰეტენზე 230 მდიდრული აპარტამენტი გაიყიდა, რაც 17%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

კოკა კვირკველია