2018 წლის ორ თვეში საქართველომ რეადმისიის 276 განაცხადი განიხილა , - ამის შესახებ საგარეო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროპელ პარტნიორებს, რეადმისიის შეთანხმების განხორციელება ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად მიაჩნიათ.
„2011 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, საქართველოს სულ 9 638 განაცხადი აქვს მიღებული რეადმისიაზე, საიდანაც უარყოფილი იყო მხოლოდ 429 განაცხადი. აღსანიშნავია, რომ რეადმისიის თვალსაზრისით პირველ სამეულს გერმანია, საფრანგეთი და საბერძნეთი წარმოადგენენ. 2018 წლის იანვარ-თებერვალში კი სულ განხილული გვაქვს 276 განაცხადი რეადმისიაზე“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.