საჯარო სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებს სამხრეთ კორეაში სამუშაო საათების შემდეგ კომპიუტერებს გაუთიშავენ

სამხრეთ კორეაში გადაჭარბებით მუშაობა სერიოზული პრობლემაა.

საშუალო სტატისტიკური კორეელი წელიწადში 1000 საათით მეტს მუშაობს ვიდრე ვალდებულია.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სამხრეთ კორეაში საჯარო სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებს სამუშაო საათების შემდეგ კომპიუტერებს გაუთიშავენ. აღნიშნულ შეზღუდვას სამხრეთ კორეაში საკუთარი მოქალაქეების გრძელვადიან ჯანმრთელობაზე ზრუნვას უკავშირებენ.

კერძოდ, პირველ ეტაპზე კომპიუტერები 8:00 საათზე გაითიშება, ერთი თვის შემდეგ - 7:30-ზე, ხოლო შემდგომ 7:00-ზე. აღსანიშნავია, რომ კომპიუტერები გაითიშება, მიუხედავად იმისა, მოასწრებენ თუ არა თანამშრომლები სამუშაო პროცესის დასრულებას და გახსნილი აპლიკაციების ჩახურვას.

წყარო: F1 - კომპიუტერული სერვისი