Huawei-მ 3-კამერიანი სმარტფონი გამოუშვა

ჩინურმა კომპანია Huawei-იმ სრულიად ახალი საფლაგმანო მოდელები წარმოადგინა. P20 და P20 Pro, რომელიც არა ორი, არამედ სამი უკანა კამერით გამოვიდა.

გარდა ამისა, მას გააჩნია ყველა მაჩვენებელი, რომლითაც შეუძლია Samsung-ის ფლაგმანებს დაეტოლოს.

ყველაზე მთავარი სიახლე, რა თქმა უნდა, უკანა სამი კამერაა, რომელიც აქამდე არცერთ სმარტფონში არ დანერგილა. მას ასევე გააჩნია ვიდეოს სუპერ შენელების ფუნქცია, ექსტრემალური ზუმი და ღამის გაუმჯობესებული გადაღება, რომლებითაც ამ დროისთვის გამოირჩევა სამსუნგის Galaxy S9.

მიუხედავად იმისა, რომ Huawei P20-ს გააჩნია ძალიან ბევრი უფრო მაღალტექნოლოგიური P20 Pro-ს ფუნქცია, მას რამდენიმე მათგანი აკლია და ეს უპირველეს ყოვლისა, არის მესამე უკანა კამერა, რომლითაც მხოლოდ P20 Pro არის აღჭურვილი. გარდა ამისა, P20-ს ექნება LCD ეკრანი ხოლო P20 Pro-ს OLED ეკრანი. ის ზომითაც ოდნავ უფრო პატარაა, ვიდრე Pro.

რაც შეეხება ფასებს, P20 649 ევრო ეღირება 4GB-იანი ოპერაციული და 128GB-იანი მეხსიერებით. P20 Pro კი 900 ევრო ეღირება და მას 6GB-იანი ოპერაციული და 128GB-იანი საცავი ექნება.

კოკა კვირკველია