"ვეთანხმები სტატიას აბსოლუტურად! ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს მთავარი საჰაერო კარიბჭე." ,- ამის შესახებ საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გოგავა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:"დღეს თბილისის და ბათუმის აეროპორტები სტამბოლის აეროპორტის დანამატია და ეს თურქეთის სახელმწიფო პოლიტიკაა. ეს იმ დროს, როცა გვაქვს ყველა წინაპირობა იმისა, რომ თავად გავხდეთ ტრანზიტული ჰაბი სამგზავრო თუ სატვირთო გადაზიდვებში. ეს კი ნიშნავს მგზავრთა ნაკადის ზრდას, ბიუჯეტში გადასახადებს, მეტ ტურისტს, მოგზაურს და ასეულობით ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას. ასევე "რაინეირის" შემოსვლას, რომელიც ევროპაში 10-40 ევროდ ჩაიყვანს მგზავრს და ცხადია, ქართული ავიაციის განვითარებას. დავხუროთ თურქული "ცეხი" და გავხსნათ ქართული კარიბჭე!
P.S. ახალი ტერმინალი სამარცხვინოა და მსგავსი მხოლოდ აფრიკაში მინახავს. 52 ქვეყანაში ვარ ნამგზავრი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის აეროპორტი აუტსაიდერია," - წერს გოგავა