გამოუცდელი კადრი გამოკითხული საწარმოების მხოლოდ 3%-მა დაიქირავა

გასულ წელს პირველი სამუშაოს მაძიებელი გამოკითხული საწარმოების მხოლოდ 3%-მა დაიქირავა. ამის შესახებ, ეკონომიკის სამინისტროს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ეკონომიკური სექტორების მიხედვით პირველი სამუშაოს მაძიებლების დასაქმებით გამოირჩევა ტურიზმისა (18%) და ვაჭრობის (18%) სფერო, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა (10%) და დამამუშავებელი მრეწველობის (9%) დარგები.

კვლევის თანახმად, განათლების მიღწეული დონის მიხედვით უმაღლეს დამთავრებული პირველი სამუშაოს მაძიებლების დასაქმების მაჩვენებელი უფრო მაღალია ვიდრე სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულების. კერძოდ, გამოკითხულ საწარმოთა 57%-მა უმაღლესი სასწავლებლის, 33%-მა - საშუალო სკოლის; ხოლო 10%-მა პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული დაასაქმა.

ამასთან, დამსაქმებლების შეფასება დასაქმებული პირველი სამუშაოს მაძიებლების მომზადების მიმართ საშუალოდ კარგია.