რა ღირს დოლარი და ევრო თბილისში სავალუტო ჯიხურებში?

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

17:30 საათის მონაცემებით, რკინიგზის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი დოლარის ყიდვა 2.4480 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი - 2.4400 ლარად. რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს 2.8950 ლარად იყიდით, გაყიდვით კი - 2.8740 ლარად გაყიდით.

საბურთალოზე ერთი დოლარის გასაყიდი ფასი 2.4440 ლარია, სავალუტო ჯიხურები კი - 2.4380 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს ყიდვა 2.8850 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი 2.8750 ლარად.

თავისუფლების მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ დოლარს 2.4400 ლარად შეიძენთ, გაყიდვით კი 2.4000 ლარად გაყიდით. ერთი ევროს გაყიდვა 2.8850 ლარად შეიძლება, ყიდვა 2.8300 ლარად.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4438 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4365 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსის ცვლილებამ 0.0073 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8869 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8641 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0228 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.