საქართველოში შობადობა შემცირდა

2017 წელს საქართველოში შობადობა 5,8%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

2017 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 53 293 ბავშვი შეადგინა. ქვეყანაში 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე დაიბადა 107.9 ბიჭი. წინა წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 5.8 პროცენტით შემცირდა.

2017 წელს ყველაზე მეტი დაბადება დაფიქსირდა ქ. თბილისში (14 906 ბავშვი), ხოლო

ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (341 ბავშვი). 

ამასთან, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 40.6

პროცენტიდან 38.9 პროცენტამდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და

მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 21.3 პროცენტიდან 22.6 პროცენტამდე გაიზარდა,

ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.

წინა წელთან შედარებით 2017 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე

ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 35.6 პროცენტიდან 32.7 პროცენტამდე შემცირდა.

25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 61.6 პროცენტიდან 64.6 პროცენტამდე გაიზარდა,

ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.