სტატისტიკის ეროვნული სამსახური ლომბარდების სტატისტიკური გამოკვლევის ძირითად შედეგებს აქვეყნებს.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია (ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა) დაფიქსირდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 96,4% ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 3,6% - იურიდიულ პირებზე მოდის. კერძოდ, ფიზიკურ პირებზე გაცემულია 391 მლნ ლარის სესხი.
რაც შეეხება მსესხებელთა რაოდენობას, საქართველოში მოქმედ ლომბარდებში, 2017 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 609,4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა დაახლოებით, 99,6% ანუ 606.9 ათასი ფიზიკური პირი იყო.