გიორგი მარგველაშვილი: ბევრი რამ არ განხორციელდა

ბუნებრივია, ბევრი რამ არ განხორციელდა და ყველაზე მტკივნეული, რაც დგას ხელისუფლების წინაშე, ეს არის ეკონომიკა და დასაქმება.

ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.  თუმცა მიუხედავად ამისა, მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში წარმატებას მიაღწევს.

პრეზიდენტის განცხადებით, ”ქართულმა ოცნებამ” ბევრი რამ გააკეთა როგორც ჯანდაცვის, ისე განათლების სფეროში, სოციალური მიმართულებით და ზოგადად, ადამიანზე ორიენტირების კუთხით.