"მნიშვნელოვანია, რომ ზონირების საკითხები „სითი ინსტიტუტმა“, ექსპერტებმა და მერიამ ერთობლივად განიხილონ"

თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გენგეგმასთან დაკავშირებული საკითხები თბილისის მერიამ, "სითი ინსტიტუტმა" და ექსპერტებმა ერთობლივად განიხილონ.

როგორც ნარმანიამ განაცხადა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმეტია და შესაბამისად, შეჯერებულად უნდა იქნას მიღებული.

„გენგეგმა მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ჩვენი ქალაქის სამომავლო განვითარების კონსტიტუციაა, ამიტომაც ის მაქსიმალურად შეჯერებული ფორმით უნდა იქნას მიღებული. არ მგონია, სამუშაო შეხვედრების შემდეგ, რომელიც გაიმართება, დარჩეს რამე ისეთი საკითხი, რაც შეუთანხმებელი იქნება. მნიშვნელოვანია ის, რომ ზონირებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც არის ერთ-ერთი საკვანძო, "სითი ინსტიტუტის" წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და მერიამ ერთობლივად გაიარონ. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, კარგი დოკუმენტი იქნება მიღებული“, - განაცხადა ნარმანიამ.