პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება , - ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ახოსპირელის ქუჩას, ასევე ლერმონტოვის ქუჩას აბო თბილელის ქუჩის კვეთიდან დადიანის ქუჩის კვეთამდე.
როგორც მერიაში განმარტავენ, შეზღუდვის მიზანია ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოების დაცვა.