გერმანიაში უმუშევრობამ მინიმალური რეკორდი განაახლა

მიმდინარე წლის მარტში გერმანიაში უმუშევრობის დონემ 5,3% შეადგინა, რითაც განაახლა 1990 წლის მინიმალური მაჩვენებელი, რომელიც გერმანიის გაერთიანებამდე დაფიქსირდა.

როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო იუწყება, უმუშევართა რაოდენობა ქვეყანაში ზედიზედ მეცხრე თვეა მცირდება და ჯამში მხოლოდ 2,3 მილიონს შეადგენს. მარტში ეს რიცხვი 19 ათასით შემცირდა, ხოლო თებერვალში 22 ათასით. ამასთან, გერმანიის დასავლეთ ნაწილში მარტში უმუშევრობა შემცირდა 17 ათასით, ხოლო აღმოსავლეთში 2 ათასით.

მსოფლიო ვაჭრობის ზრდამ და შიდა მოხმარების მატებამ გერმანელ მწარმოებლებს მისცა საშუალება, გაეფართოვებინა წარმოება და გაეზარდათ შტატები. ბუნდესბანკის ინფორმაციით, პირველ კვარტალში გერმანიის ეკონომიკა დიდი ალბათობით, მაღალი ტემპით გაიზრდება.

უკვე მომავალ კვირას ცნობილი გახდება უმუშევრობის მონაცემები ევროზონაში, როგორც მოსალოდნელია იქ შემცირება 8,5%-ზე დაფიქსირდება, რაც ბოლო 9-წლიანი მინიმუმია.

კოკა კვირკველია