როგორ შეიცვალა მსოფლიო 20 წლის განმავლობაში - მნიშვნელოვანი ფაქტები უახლესი ისტორიიდან

ბოლო ორი ათწლეულია, რაც მსოფლიოში ბევრი ცვლილება მოხდა, მათ შორის, ტექნოლოგიურ სფეროში.

წარმოიდგინეთ 1998 წელი, როდესაც მობილური ტელეფონები იშვიათობა იყო, ინტერნეტი კი ბევრისთვის ხელმიუწვდომელი. დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა, მსოფლიო შეიცვალა.

გთავაზობთ 10 მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მოხდა.

1.მსოფლიო მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

1998 წელს მსოფლიოში 5,9 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 7,6 მილიარდამდე გაიზარდა.

2.უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს ქალაქებში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 20 წლის წინ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობდა. დღეს 55% მოსახლეობის ცხოვრობს ქალაქად, გაეროს პროგნოზით 2050 წელს ეს მაჩვენებელი 66%-მდე გაიზრდება.

3. შენობების სიმაღლეები წარმოუდგენლად გაიზარდა

1998 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა იყო Petronas Twin Towers-ი, რომელიც მალაიზიაში მდებარეობს. მისი სიმაღლეა 451 მეტრი. მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი ცათამბჯენი აშენდა. დღეის მდგომარეობით მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა არის Burj Khalifa, რომელიც დუბაიში მდებარეობს და რომლის სიმაღლე 828 მეტრია.

4.ინტერნეტმა შეცვალა მოსახლეობის ცხოვრება

Pew Research Center-ის მონაცემებით, 1998 წელს ამერიკაში, რომლის ეკონომიკაც ყველაზე მეტად იყო განვითარებული, ზრდასრული ადამიანების მხოლოდ 41%-ს ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა. 1998 წელს შეიქმნა კომპანია Google-ც. დღეს კი ინტერნეტი მსოფლიო მოსახლეობის უდიდდსი უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია.

5. სოციალური ქსელები იპყრობენ მსოფლიოს

ინტერნეტის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზა არის სოციალური ქსელები. ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება სოციალურ ქსელების გვერდებზე. სხვადასხვა პროგნოზით, სამი წლის შემდეგ სოციალური ქსელების მომხმარებლების რაოდენობა 3 მილიარდამდე გაიზრდება.

6. მობილური ტელეფონი - აუცილებელი ნივთი, რომელიც თითქმის ყველას აქვს

როგორც სხვა ბევრი საგანი, მობილური ტელეფონიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა და ის თითქმის ყველა ადამიანს აქვს. ამერიკაში მობილური ტელეფონს მოსახლეობის 95% ფლობს, 1996 წელს კი ის მხოლოდ 60%-ს ჰქონდა.

7. უპილოტო ავტომანქანები

20 წლის წინ უპილოტო ავტომანქანები მხოლოდ სურვილი იყო, დღეს კი ბევრი კომპანია, მათ შორის Tesla, GM, Ford, Uber, Google და Apple მუშაობენ უპილოტო ავტომანქანების შექმნაზე.

8. კლიმატის ცვლილება სამწუხარო რეალობად იქცა

მეცნიერები კლიმატის ცვლილებას უკვე წლებია სწავლობენ, თუმცა ის შესამჩნევი განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა. კლიმატი სწრაფად იცვლება, შედეგები კი არც ისე სახარბიელოა. ბევრი ქვეყანა განიცდის კლიმატის ცვლილების ეფექტს ქარიშხლებისა და წყალდიდობის სიხშირის სახით, ზოგიერთ ქალაქში წყალდიდობის საფრთხე ემუქრება. განსხვავებით 1998 წლისა, დღეს კლიმატის ცვლილებები და ზოგადად ეკოლოგიის საკითხები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო დღის წესრიგში.