"სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავ სივრცითი მოწყობა იქნება"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი მინისტრი თანამშრომლებს ზურაბ ალავიძემ წარუდგინა.

”სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავ სივრცითი მოწყობა იქნება, ამ მიმართულებით საკმაოდ მოცულობითი დღის წესრიგი არსებობს. ასევე, სამინისტროს პრიორიტეტად დარჩება თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით მუშაობა. აქტიურად ჩავერთვები ამ გეგმების განხორციელებაში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სამთავრობო ცვლილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაია ცქიტიშვილი 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.