ვინ არიან და როგორ გამოიყურებიან მილიარდერების მეორე ნახევრები

ადამიანს სხვისი ცხოვრების განხილვა ყოველთვის უყვარდა, განსაკუთრებით თუ ეს მდიდარ ადამიანებს ეხება.

ვებ-გვერდი hooch.net წარმოგიდგენთ ქალბატონებს, რომლებიც მდიდარ და წარმატებულ მამაკაცებზე არიან დაქორწინებულები, ზოგიერთი მათგანი კი ქმარზე არანაკლებ მდიდარი და ცნობილია.

ჰასანა ჯამილი და რიანა

30 წლის არაბი ბიზნესმენი ჰასან ჯამილი 1,5 მილიარდი დოლარის მემკვიდრეა. მისი ოჯახი საუდის არაბეთში საფეხბურთო კლუბის მეპატრონე და Toyota-ს ოფიციალური დისტრიბუტორია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰასანი და მომღერალი რიანა ერთმანეთს შარშანდელი ზაფხულიდან ხვდებიან, მაგრამ ურთიერთობას თავდაპირველად საგულდაგულოდ მალავდნენ. თუმცა მოგვიანებით რიანა საზოგადოებაში ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა.

ჯეიზი და ბიონსე

ამერიკელი ბიზნესმენი, მსახიობი და რეპის მეფედ წოდებული მილიონერი ჯეიზი 2017 წლის მაისში მილიარდერი გახდა. მას მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს დაახლოებით 50 მილიონი ალბომი და მიღებული აქვს გრემის 13 ჯილდო.

ჯეიზი 2008 წლიდან დაქორწინებულია ამერიკელ მომღერალ, პროდიუსერ და მსახიობ ბიონსეზე. მათ სამი შვილი ჰყავთ.

ფილ და პენი ნაიტები

ამერიკული სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი NIKE-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ფილ ნაიტი მილიარდის მფლობელია. კომპანია 1964 წელს დაარსდა და 2015 წლის მონაცემებით, წლიური ბრუნვა 30 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ფილი თავის მეუღლეს მაშინ შეხვდა, როდესაც ის პორტლანდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა. წყვილი 1968 წელს დაქორწინდა.

დევიდ და ჯულია კოჩები

დევიდ კოჩი 47.9 მილიარდის მფლობელია. დევიდი და მისი ძმა ჩარლზი უმსხვილესი კერძო კომპანიის მფლობელები არიან. დევიდის განსაცვიფრებელი მეუღლე ჯულია ამერიკელი ბალეტის სკოლის დირექტორთა საბჭოშია. მათი ოჯახი პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულები და პოლიტიკურ კამპანიაში ასობით მილიონ დოლარს ხარჯავენ.

ჯიმ და ლინ ვალტონები

ჯიმ ვალტონმა ფული მისი მშობლების წყალობით მიიღო და 1962 წელს სუპერმარკეტების ქსელი „ვოლმარტი“ დააარსა. მას შემოსავალი არამარტო სუპერმარკეტებიდან აქვს, არამედ რეგიონული ბანკის თავმჯდომარეა, რომლის ბრუნვა 15 მილიარდია. „ფორბსის“ ინფორმაციით, ვალტონი 35 მილიარდის მფლობელია. მას და მის მეუღლეს 4 შვილი ჰყავთ. ოჯახი არიზონაში ცხოვრობს.

ლებრონი და სავანა ჯეიმსი

პროფესიონალური ამერიკელი კალათბურთელი, კლიველენდ კავალიერსის მოთამაშე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA ) ლებრონ ჯეიმსის ქონება 2016 წელს 400 მილიონს შეადგენდა. თუმცა ახლა მისი ქონება მილიარდამდე გაიზარდა. ის თავის მეუღლეს საშუალო სკოლიდან იცნობს, მათ სამი შვილი ჰყავთ.

მაიკლ ჯორდანი და იეტო პრიეტო

თუ თქვენ არ იცით, ვინ არის მაიკლ ჯორდანი, მაშინ თქვენ გამოქვაბულში გიცხოვრიათ. ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე, ამაჟამად გუნდი შარლოტა ბობკეტსის მფლობელია.

მაიკლ ჯორდანმა და იეტო პრიეტომ 2016 წლის სექტემბერში ფლორიდაში, სანაპიროზე იქორწინეს.

იხილეთ ფოტოგალერეა