ადამიანები ხშირად, წლების განმავლობაში აგროვებენ დანაზოგს, რათა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ დანიშნულების უძრავი ქონება შეიძინონ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯი სწორად და გააზრებულად გადადგათ.
იმისთვის, რომ შენაძენით კმაყოფილები დავრჩეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი წესი - ყურადღება და ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება. რადგან ხშირად უძრავი ქონება, რომლის შეძენასაც ვაპირებთ, შესაძლოა, ისეთ სამართლებრივ პრობლემებს ატარებდეს, რომელზეც წარმოდგენაც არ გვაქვს.
უძრავი ქონების სააგენტო Myclient.ge-ს ბროკერების ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ყიდულობს უძრავ ქონებას, არსებულ პრობლემებს კი გვიან აღმოაჩენს.
„ერთ-ერთ მთავარ პრობლემა, რომელსაც ხშირად ვაწყდებით, იპოთეკით დატვირთული ან ყადაღადადებული უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხია. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც კლიენტს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ჰქონია, ყოფილა ყადაღადადებული ბინაც, თუმცა, ეს პრობლემა მაინც გადაგვიჭრია და მომხმარებელს ამ ტიპის უძრავი ქონების რეალიზაციაში მაინც დავხმარებივართ“,-აღნიშნავენ სააგენტოში.
როგორც კომპანიის დირექტორი, გვანცა გუჯელაშვილი განმარტავს, მსგავსი პრობლემები პრაქტიკაში ხშირია, თუმცა, მთავარია, მოქალაქეებმა ეს პროცედურა სწორად, პროფესიონალთა დახმარებით გაიარონ.
„უძრავი ქონების შეძენა-გაყიდვისას იმ უამრავ ფაქტორთა შორის, რომელიც მყიდველმა ან გამყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იურიდიული საკითხების მოგვარებაა. დამოუკიდებლად მსგავს სპეციფიკურ თემებთან გამკლავება რთულია, სწორედ ამ დროს აღმოჩნდებიან ხოლმე რიგი პრობლემების წინაშე, როგორებიცაა - იპოთეკით დატვირთული ფართები, ყადაღა უძრავ ქონებაზე და სხვა. ასეთ შემთხვევაში, როდესაც კომპანიაში მოდიან ყადაღა დადებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მეპატრონეები და ამ ქონების გაყიდვის სურვილი აქვთ. ჩვენი იურისტები მათ პრობლემებს აგვარებენ და ქონების უფლებრივად სუფთა მდგომარეობაში გაყიდვაში ეხმარებიან,“- განმარტავს გუჯელაშვილი.
რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, რათა ზემოხსენებულ პრობლემებს თავი აარიდოს?
აუცილებლად უნდა იცოდეთ ვის ბინას ყიდულობთ, ან ქირაობთ, ვის ესაუბრებით, არის თუ არა ეს ადამიანი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს კონკრეტული უძრავი ქონების გაყიდვა/გაქირავების უფლება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთი პიროვნება მეორე პიროვნების ბინას უნებართვოდ აქირავებდა. მაგალითად, შვილი აქირავებს ან ყიდის ბინას მამის ნებართვის გარეშე, მაშინ, როცა ეს ბინა მამის საკუთრებაშია. უძრავი ქონების დაქირავების/ყიდვის მსურველი გამოჩენილა, მაგრამ საჯარო რეესტრიდან ბინის მდგომარეობაზე ამონაწერის მოთხოვნის შემდეგ აღმოჩენილა, რომ ეს პირი არ არის უფლებამოსილი გააქირავოს ან გაყიდოს ქონება.
კონკრეტულად თქვენი პრაქტიკიდან რომ გვითხრათ, რას აკეთებს Myclient.ge ამ მიმართულებით მომხმარებლებისთვის?
ჩვენი კომპანია წარმოქმნილი პრობლემების წინასწარ გამოკვლევას, სიტუაციის შესწავლას და მომხმარებლების საქმის კურსში ჩაყენებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი წარმომადგენლები მომსახურების სრულფასოვანი სერვისის შეთავაზებასთან ერთად მომხმარებლებს სასურველი უძრავი ქონების უფლებრივად სუფთა მდგომარეობაში შეძენაშიც ეხმარებიან.