„ევროპის წლის ავტომობილის“ ტიტულის მოპოვების შემდეგ Volvo XC60 „2018 წლის ავტომობილი“ გახდა.
გამარჯვებული ტრადიციულად ნიუ-იორკის საავტომობილო გამოფენაზე გამოვლინდა. შვედების კროსოვერმა მძაფრ კონკურენციაში დაამარცხა ისეთი ავტომობილები როგორებიცაა Range Rover Velar და Mazda CX-5. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მესამე წელია რაც ტოპ-3 ავტომობილი კროსოვერების კლასიდანაა.
ნიუ-იორკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გაიცა სხვა პრიზებიც, მათ შორის, Volvo-სთან დამარცხებული Range Rover Velar-ი „წლის საუკეთესო დიზაინის“ ავტომობილად აღიარეს, Nissan Leaf-ი „წლის მწვანე ავოტმობილი“ გახდა, BMW M5 წლის სპორტული ავტომობილი, Audi A8 „წლის მდიდრული ავტომობილი“, Volkswagen Polo კი „წლის ურბანული ავტომობილი“.
World Car of the Year - ეს არის პრესტიჟული ტიტული საავტომობილო სამყაროში, რომელიც ნიუ-იორკის საავტომობილო შოუზე ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ მოდელს ენიჭება. აღსანიშნავია, რომ Volvo XC60 ავტოჟურნალისტების მხრიდან „2018 წლის ევროპის ავტომობილად“ დასახელდა მარტის პირველ ნახევარში გამართულ ჟენევის ავტოსალონის ფარგლებში.
კოკა კვირკველია