მიკროჩიპების მსოფლიო ბაზარზე Samsung-მა Intel-ის 24 წლიანი ჰეგემონია დაამხო

სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Samsung Electronics-მა 2017 წლის განმავლობაში მიკროჩიპების წარმოება 53,6%-ით გაზარდა და ამგვარად მსოფლიო ბაზარზე მიკროჩიპების მიმწოდებელი უმსხვილესი კომპანია გახდა.

ამ მაჩვენებლით მან უკან ჩამოიტოვა ამერიკული Intel.

როგორც კვლევითი კომპანია IHS Markit-ის ანგარიშში წერია, Intel-ი აღნიშნულ ბაზარზე 1993 წლიდან ლიდერობდა, მას შემდეგ, რაც გამოსცა პირველი ცენტრალური პროცესორი Pentium, პერსონალური კომპიუტერისთვის. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მობილური მოწყობილობების სწრაფმა ზრდამ ეს ბაზარი გაზარდა და მოთხოვნაც მეტი გააჩინა.

ჩამონათვალში მესამე ადგილზე გავიდა ასევე სამხრეთ კორეული კომპანია SK Hynix, რომელმაც თავის მხრივ, შემოსავლები 81,2%-ით გაეზარდა.

საერთო ჯამში, მიკროჩიპების მსოფლიო გაყიდვები გასულ წელს 21,7%-ით გაიზარდა, რაც 14-წლიანი მაქსიმალური ტემპია და ჯამში 429 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კოკა კვირკველია