H&M პროდუქციას ვერ ყიდის და ამ მიზნით კომპანია ფასდაკლებებს გეგმავს

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ტანსაცმლის ინდუსტრია ვითარდება, შვედური მწარმოებელი H&M-ი პრობლემებს განიცდის."ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, კომპანიას 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების გაუყიდავი ტანსაცმელი დაუგროვდა.

ამერიკული მედიის ცნობით, გაუყიდავი ტანსაცმლის პრობლემა H&M-ს ჯერ კიდევ გასულ წელს დაეწყო, როდესაც კომპანიის გაყიდვები შემცირდა. სამი თვის განმავლობაში კი თებერვლის ჩათვლით, მოგება 62%-ით შემცირდა.

ამასთან, ბოლო პერიოდში შვედურ მწარმოებელს არაერთი პრობლემა შეექმნა. კერძოდ, H&M-ი იძულებული გახდა სამხრეთ აფრიკაში დაეხურა მაღაზიები სოციალურ მედიაში აგორებული სკანდალის გამო.

როგორ უნდა გამოასწოროს კომპანიამ აღნიშნული პრობლემა? როგორც H&M-ში აცხადებენ, ისინი აპირებენ პროდუქციაზე ფასების შემცირებას და მაღაზიების გაფართოვებისგან თავის შეკავებას. ამასთან, იმედოვნებენ,

რომ ონლაინ გაყიდვების კუთხით ისინი წელს 25% პროცენტიან ზრდას შეძლებენ.

როგორც კომპანიის დამფუძნებლის, ერლინგ პერსონის შვილიშვილმა განაცხადა, ტანსაცმლის ინდუსტრიის სწრაფი ცვლილება სწორედ H&M-ზე აისახა. "წლის დასაწყისი საკმად რთული იყო", - განაცხადა მან.

გაგრძელება იხილეთ