ჩინეთის პასუხი აშშ-ს - 128 დასახელების პროდუქტზე გადასახადი დააწესა

ამერიკის მხრიდან ჩინურ რკინასა და ალუმინზე გაზრდილი გადასახადის პასუხად, ჩინეთმა ამერიკული წარმოების 128 პროდუქტზე ასევე გაზარდა გადასახადი.

როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 120 დასახელების პროდუქტზე მათ შორის, ხილზე გადასახადი შეადგენს 15%-ს, ხოლო 8 დასახელების პროდუქტზე, მათ შორის, ღორის ხორცზე გადასახადი შეადგენს 25%-ს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჩინეთი მომხრეა მრავალმხრივი ვაჭრობის, ხოლო კონტრზომები სამართლიანია და პასუხობს „მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის“ პრინციპებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის.

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე 23 მარტს 25% და 10%-იანი გადასახდელები დააწესა, შემდეგ ცალკეულ ქვეყნებს ის გაუუქმა, უმეტესობას კი დაუტოვა, მათ შორის, არის ჩინეთიც.

კოკა კვირკველია