„თეგეტა“ საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში – „გაიმარტივე მგზავრობა“, მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს.
როგორც კომპანია „თეგეტადან“ იუწყებიან, „თეგეტა“ მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს. კერძოდ, თუ მომხმარებელი შეიძენს 3 ან მეტ ლიტრ Fuchs-ის ბრენდის მაღალი ხარისხის საავტომობილო ძრავის ზეთს, საჩუქრად მიიღებს ზეთის ფილტრს. აქცია მოქმედებს 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.
როგორც კომპანაიაში აცხადებენ, Fuchs-ი არის გერმანულ პრინციპებზე შექმნილი კომპანია, რომელიც 1931 წელს დაარსდა. ის საქმიანობს 58 ქვეყანაში, ყავს 100 ათასი უნიკალური მომხმარებელი. Fuchs-ის ზეთები გამოირჩევა მაღალი ხარისხით. კომპანია უდიდეს აქცენტს აკეთებს ტექნოლოგიაზე და სტანდარტებზე. „თეგეტა“ „ფუქსის“ ოფიციალური დილერია საქართველოში.
„თუ გსურთ თავი აარიდოთ შესაძლო ლოდინს და ოპერატიულად მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება, შეგიძლიათ ისარგებლოთ წინასწარი ჩაწერის სერვისით, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ დროს სწრაფი სერვისის, ან სერვისების, მისაღებად, ამისათვის უნდა დარეკოთ „თეგეტას“ ქოლ ცენტრში 2 264 444 და შეარჩიოთ სასურველ მომსახურება და ვიზიტის დრო“, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ემსახურება 150 000-მდე რეგისტრირებული საცალო მომხმარებელსა და 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს. „თეგეტა მოტორსი“ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.