ტრამპმა Amazon-ი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინტერნეტ-გიგანტი Amazon-ი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, რის შემდეგაც კომპანიის აქციებზე საფონდო ბირჟებზე ფასებმა კლება დაიწყეს.

„მხოლოდ სულელები ან უარესები ამბობენ, რომ თითქოს წაგებაზე მომუშავე საფოსტო სამსახური ფულს აკეთებს Amazon-თან. ისინი კარგავენ დიდძალ ქონებას და ეს შეიცვლება. გარდა ამისა, ჩვენი რითეილერები, რომლებიც სრულად იხდიან გადასახადებს, ხურავენ მაღაზიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის თამაშის არასამართლიანი წესები“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ში, რის შემდეგაც Amazon-ის აქციებზე ფასი 3%-ით შემცირდა.

Amazon-მა ჯერ კიდევ გასულ კვირას მსგავსი კრიტიკის შემდეგ უკვე დაკარგა კაპიტალიზაციიდან ათობით მილიარდი დოლარი. მაშინ ტრამპმა განაცხადა, რომ Amazon არასაკმარის გადასახადს იხდის და Amazon-ი პროდუქციის მიწოდებისას აიძულებს ამერიკის საფოსტო სამსახურს, იმუშაოს წაგებაზე. გარდა ამისა, კომპანიას დახურვამდე მიჰყავს მცირე ბიზნესი და სხვა კომპანიები, რომლებიც კონკურენციას ვერ უწევენ ამ ინტერნეტ გიგანტს.

Amazon-ი გადასახადების გადაუხდელობაში ქვეყნის მასშტაბით სამ შტატში დაადანაშაულეს, სადაც კომპანია ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი ფიზიკურად, თუმცა კომპანიის გაფართოების წყალობით მას პრაქტიკულად ყველა შტატში აქვს საწყობები და ინტერნეტ მომხმარებლებმა გადასახადის გადახდა დაიწყეს გაყიდვებიდან. Amazon-ი ასევე დაადანაშაულეს საცალო ბიზნესისთვის ხელის შეშლაში, კონკრეტულად კი წიგნების მაღაზიების. ამ ბაზარზე ბოლო 15 წლის განმავლობაში პრაქტიკულად, ყველა მცირე მოთამაშე და ნაციონალური რითეილერი გაკოტრდა, სპეციალისტების აზრით, ეს Amazon-ის „დამსახურებაა“.

კოკა კვირკველია