სად მიდის გერმანიის მიერ დაწუნებული ძველი დიზელის ძრავიანი ავტომობილები?

დიზელის ძრავიანი მეორადი ავტომობილების ფასი გერმანიაში დაეცა, მას შემდეგ, რაც გერმანელებმა ძველი დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები მასიურად დაიწყეს.

ამის მიზეზი კი გახდა გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გერმანულ ქალაქებს მიეცათ უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილება მათ ქალაქში ძველი დიზელის ძრავინი ავოტმობილების შეშვებაზე.

იმის გამო, რომ ამ ტიპის ავტომობილები ბაზარს ჭარბად მიეწოდება, მათი ფასი დაბალია და რეალიზება აქტიურად ხდება აღმოსავლეთ ევროპაში - წერს „დოიჩე ველე“. ამაზე მოწმობს სტატისტიკაც, რომლის თანახმად გასულ წელს გერმანიიდან ექსპორტირებულია წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტი მეორადი დიზელის ძრავიანი ავტომობილი, რომელთა საერთო რაოდენობამ 233 ათასი შეადგინა.

ქვეყნებს შორის სახელდება რუმინეთი, ჩეხეთი პოლონეთი და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. მხოლოდ უკრაინაში გასულ წელს 16 ათასი დიზელის ძრავიანი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, რაც ორჯერ მეტია წინა წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მსგავსად დიზელის ძრავიან ავტომობილებზე რეგულაციის გამკაცრებას დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც გეგმავენ, აღმოსავლეთ ევროპაში კი მსგავსი გეგმები არ დაუსახავთ, შესაბამისად მოსალოდნელია, რომ რეგიონში დიზელის ძრავიანი მეორადი ავტომობილების მიწოდება კიდევ უფრო გაიზრდება. აღნიშნული კი აშფოთებთ გარემოსდამცველ ორგანიზაციებს.

კოკა კვირკველია