სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, უძრავი ქონების კვლევა ჩატარდა.
კვლევის მიხედვით, თბილისში რეკორდული რაოდენობის ტრანზაქცია დაფიქსირდა და დაახლოებით 28,000 ერთეული შეადგინა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დასრულდა 200-მდე სამშენებლო პროექტი. წლის ბოლოს მდგომარეობით თბილისში 525 მიმდინარე დეველოპერული პროექტია, რომელიც ჯამში მოიცავს 33,000 ბინას.
რაც შეეხება ახალაშენებულ პროექტებს, მათში საშუალო შეწონილი ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 663 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ძველში - 612 აშშ დოლარს უტოლდება. ახალაშენებულ ბინებზე ფასი 7%-ით, ხოლო ძველ პროეტებში 1%-ით შემცირდა.
საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა თბილისს, ბათუმსა და ქუთაისს მოიცავს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, Colliers International Georgia-მ უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც მოიცავს სასტუმრო, საცალო, საოფისე, საცხოვრებელი, სასაწყობე/ინდუსტრიული და გასართობი უძრავი ქონების სექტორების მიმოხილვას.
კვლევა ასევე მოიცავდა ინდუსტრიული და სასაწყობე ბაზრის კვლევასა და გართობის სექტორის მიმოხილვას.
აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.
თეონა კენჭიაშვილი