ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია ინვესტორებს საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარება. ამჯერად პროექტის ფარგლებში ელექტრონულ აუქციონზე დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადის“ ტერიტორია იყიდება.
უძრავი ქონება 27 ერთეულ შენობა-ნაგებობას მოიცავს, რომელიც განთავსებულია 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და წარმოადგენს მიმზიდველ ინფრასტრუქტურას სასტუმრო-კომპლექსის მოსაწყობად. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება 890 000 ლარს შეადგენს.
აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://www.eauction.ge/Home/EntityView/510614
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, დღეის მდგომარეობით გაყიდულია 50 423 001ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 98 500 000 ლარს შეადგენს.